пятница, 9 ноября 2018 г.

კულტურული მემკვიდრეობა

1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა''

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოვახდინო მოსწავლეთა დაინტერესება საკუთარი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეთა დაინტერესება ნაკლებად გამოიხატება საკუთარი სოფლის წარსულის და ღირებულებების შესახებ.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან საკუთარი სოფლის ისტორიას. გაეცნობიან სოფლის კულტურულ მემკვიდრეობას. დაადგენენ სოფლის უძველეს დასახლებულ უბნებს.

5. მონაწილეთა ასაკი: მე- IX კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეისწავლიან სოფლის ისტორიას.განსაზღვრავენ სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას.გამოიკვლევენ სოფელში არსებულ ეკლესია-მონასტრებს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალამი,საწერი ფურცელი,კომპიუტერი,გადამღები კამერა,ინტერნენტი.ლიტერატურა.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)1.სოფლის ისტორიის შესწავლა 2.სოფლის ციხე-კოშკისა და ეკლესიების შესწავლა 3.სოფლის უძველესი დასახლებული უბნების ისტორიის გაცნობა. 4.მოსწავლეების სოფლის უხუცესებთან შეხვედრა და გასაუბრება.   

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.
ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):შორენა კაპანაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kapanadzeshorena@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

პრეზენტაცია